29 თებერვალი, 2024 11:02
„მიყვარხარ დედა“ – 159-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს (ვიდეო)
თბილისის 159-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.
კვირეულის ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საკუთარ დედებს დაურეკეს და სიყვარული ემოციურად აუხსნეს. “დე ძალიან მიყვარხარ”, “დე ჩემთვის ყველაფერი ხარ”, “დედა ჩემი იმედი ხარ”, – ისმის სკოლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
„ყველა დედის უკან ღვთისმშობელი დგას. ყველა დედის გულმხურვალე ლოცვას შეუძლია სასწაული მოახდინოს. ყველა დედას შეუძლებელი შეუძლია შვილების გამო, რადგან დედაა ამ ქვეყნად სიცოცხლის საწყისი”, – ვკითხულობთ სკოლის „facebook“-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„გილოცავთ ყველა დედიკოს. სიყვარულით, სიხარულით და სიკეთით სავსე დედაშვილობა გქონოდეთ. გვიყვარხართ დედებო!“, – დედებისამდი სკოლის მილოცვის წერილში.
-
„ფურცლებზე გადმოღვრილი ემოციები“ – აქტივობა, რომელიც მენტორმა მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა