დედის კითხვები და ინტერვიუ მომავალ პირველკლასელთან EDU.ARIS.GE-სთვის – „სკოლა ძალიან კარგი იქნება!“ (ვიდეო)
EDU.ARIS.GE-ზე მშობლის მიერ შვილთან ჩაწერილი ბლიცინტერვიუს დრო დადგა.
ჩვენი მასპინძელი, ბარბარე სულაბერიძე ახლა 5 წლისაა, ის მომავალ წელს სკოლის მოსწავლე გახდება. ბარბარეს მშობლებს, ანა შვანგირაძესა და ზურა სულაბერიძეს, ჯერ შერჩეული არ აქვთ, რომელ სკოლაში შევა პატარა ბარბარე. ანა თავად განათლების სპეციალისტია და როგორც მოგვითხრო, არჩევანს ქუთაისში ორი ფავორიტი საჯარო სკოლიდან ერთ-ერთზე შეაჩერებენ.
გავარკვიეთ ისიც, რომ ამ ეტაპზე მშობლები ცდილობენ, შვილს სკოლისა და სწავლის შესახებ ინტერესი გაუღვივონ, რომ ბარბარემ ეტაპობრივად და მარტივად შეძლოს უცხო, აკადემიურ სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია.
ნახეთ, რას ფიქრობს და როგორ პასუხობს დედის კითხვებს პატარა ბარბარე. პასუხები კითხვაზე: “პირველ დღეს რას გააკეთებ სკოლაში?”, “როგორი მასწავლებლები გსურს გასწავლიდნენ?”, “სკოლაში დედა და მამა გინდა, რომ გყავდეს?”.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები