„მოსავლის ბაღი“- მოსწავლეებმა თბილისის 139-ე საჯარო სკოლის ბაღში მინი სათბური მოაწყვეს
თბილისის 139-ე საჯარო სკოლის ეზოში გაშენებულ ბაღს – “მომავლის ბაღი”, რომელშიც დეკორატიულ ყვავილებს აშენებენ, ახალი ფუნქცია დაემატა და როგორც სკოლაში გვითხრეს, სულ მალე ბაღში მინი სათბურის მოწყობაც დასრულდება.
EDU.ARIS.GE-სთვის სკოლიდან დღეს მოწოდებული ინფორმაციით, იდეის ავტორი პედაგოგი შორენა თამაზაშვილია, რომელიც IV “დ” კლასის მოსწავლებთან ერთად, საცდელი იდეას ახორციელებს. მათი თქმით, მინი სათბურს მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით მოაწყობენ.
სკოლის “მომავლის ბაღში” ვხვდებით, მინი ბიბლიოთეკას, ყვავილებს და მოსწავლეებისთვის შექმნილ საინფორმაციო დაფებს, რომლებსაც ასეთი წარწერები ამშვენებს: “ნუ მომკლავ მაცოცხლე”, “მეც დედამიწელი ვარ”, “ყვავილები მოაშენეთ და მოუსმინეთ მათ”, “ვფიცავ, არასოდეს გავიზრდები იმდენად დიდი, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვა შემრცხვეს”.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



