სკოლის მოსწავლეებისთვის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა – ვადები და პირობები
9 – 15 წლამდე ასაკის მოზარდებს/სკოლის მოსწავლეებს, წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
2024 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, ადგენს გახლავთ „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ („Write a letter to future generations about the world you hope they inherit“).
საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეთერთმეტედ ჩაატარებს.
“საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს. შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.
დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2024 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში, (შვეიცარია).
ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
- ნაშრომში უნდა იყოს შენარჩუნებული წერილის ფორმა.
- წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით.
- მითითებული უნდა იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები.
- წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღი.
- ნამუშევრის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკა.
- კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული,გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული.
- ნაშრომის სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ერთეულს.
- წერილი შესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.
- აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისიელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონტაქტოინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge
- მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდებამონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონულივერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს მონაწილემ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.
- აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით დაკონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა: “საერთშორისო წერილის წერისკონკურსი” 2024. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე)
- კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრისმომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ჩააგდოს ნაშრომი„საქართველოს ფოსტის“ საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა.
- ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაშიისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი(სასურველია ხელნაწერი)
- აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრებიავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
- კონკურსის პირობიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.
- კონკურსის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება.
საკონკურსო ნამუშევრის ელ ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2024 წლის 5 აპრილი.
ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: შპს „საქართველოს ფოსტა“, ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2, 0100 თბილისი, საქართველო, ტელ: +995 32 2240909, ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge