25 დეკემბერი, 2023 13:19
მოსწავლეთა საახალწლო აქტივობა – „ბუხართან მოყოლილი ამბები” 139-ე სკოლაში შედგა
თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ლალი ნასყიდაშვილთან ერთად მხიარული საახალწლო აქტივობის განხორციელება გადაწყვიტეს და ამისთვის ხელნაკეთი ბუხარი შექმნეს. რატომ? – „სურდათ, ერთმანეთისთვის ჯადოსნური ისტორიები გაეზიარებინათ, ბუხართან მოყოლილ ამბებს კი სულ სხვა ხიბლი აქვს“, – ამბობენ ისინი.
ერთკვირიანი შრომის შედეგად საახალწლო აქტივობა – „ბუხართან მოყოლილი ამბები” შედგა და როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უამბეს, მეოთხეკლასელები თავიანთ ხელნაკეთ ბუხარს საახალწლო ისტორიებით შემოუსხდნენ.
ფოტო:
„ბუხართან შეკრებილები ერთმანეთს ესაუბრნენ სხვადასხვა ქვეყნის თოვლის პაპებისა და ბებიების შესახებ. უამბეს ახალი წლის ტრადიციებზე და საკუთარი თავგადასავლებიც გაიხსენეს“, – გვითხრეს სკოლაში.
-
„ტელეკომპანია“ საკლასო ოთახში და გადაცემა, რომელიც მოსწავლეებმა სვანური ენის გადარჩენის თემას მიუძღვნეს (ვიდეო) by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ღონისძიება – „ანბანის შემობრძანება“ გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი



