მოსწავლეთა ხელით შექმნილი სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის – გორის მე-11 სკოლის წამოწყება
გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე უბანში, სადაც განსაკუთრებით ბევრი მიუსაფარია ცხოველია, მათთვის სახლები დადგეს. ინფორმაცია ამის შესახებმ სკოლამ 4 თებერვალს, „facebook“-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორს EDU.ARIS.GE-მ სკოლაში გაარკვია, ცხოველთა დახმარების იდეა ეკოკლუბ „ევრიკას“ უფროსკლასელ მოსწავლეებს გაუჩნდათ და მშობლების დახმარებით მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები საკუთარი ხელით ააშენეს.
ფოტო
„როგორც სხვა რეგიონებში, გორშიც ზამთარი ძალიან რთულად გადასალახია. ამ სუსხიან დღეებში, ეს კეთილშობილური აქტივობა მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში „ჩვენ ვზრუნავთ“ განახორციელეს. პროექტის მომზადებაში კი დაეხმარათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლია მელთაური“,- განგვიცხადეს გორის მე11 საჯარო სკოლაში.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



