20 ივლისი, 2022 17:41
მშობელს ეცოდინება შვილის სკოლაში გამოცხადებისა და შენობის დატოვების დრო – სიახლეები თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში
20 ივნისს, ახალი რეფორმის ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, შეხვედრა გაიმართა სკოლის მართვის ელექტრონული სისტემის, MS SOLUTIONS-ის კომპანიის წარმომადგენლებთან.
ახალი სასწავლო წლიდან გიმნაზია ბევრ სიახლეს აანონსებს:
- სკოლის მართვის ელექტრონულ სისტემას დაემატება ახალი ფუნქციები – დაშვების სისტემა დაუკავშირდება ელექტრონულ ჟურნალს და მშობელს მიეცემა შესაძლებლობა, ყოველდღიურად გაეცნოს მოსწავლის სკოლაში გამოცხადებისა და სკოლის შენობის დატოვების დროს.
- მოსწავლეთა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სათვალთვალო კამერები დაკავშირებული იქნება ელექტრო ჟურნალთან.
- ელექტრონული ჟურნალი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება – დამონტაჟდება გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრების მაუწყებელი ჭკვიანი აუდიო ზარი.