GE
29 ნოემბერი, 2020 15:28

მუსიკა და ხელოვნება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე დადებით ზემოქმედებას ახდენს – ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის მიდგომები

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლაში მუსიკისა და ხელოვნების ხელშეწყობა აქტიური საგაკვეთილო პროცესით, მრავალფეროვანი მასალებითა და ჯგუფური თუ ინდივიდუალური პროექტებით ხდება. გთავაზობთ ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის ფსიქოლოგის მოსაზრებას თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მუსიკასა და ხელოვნებას ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე.

მოზარდისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი მუსიკალური აქტივობა, იქნება ეს გუნდი თუ საცეკვაო ანსამბლი. ჩვენზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს მუსიკა განურჩევლად იმისა, ვასრულებთ თუ ვუსმენთ მას. ყველა ასაკს გააჩნია თავისი უნარები და შესაძლებლობები, შესაბამისად პედაგოგები განვითარების სტადიების გათვალისწინებით ცდილობენ მოქმედებას. ცეკვის და მუსიკის გაკვეთილები სკოლაში დაწყებითი კლასებიდან იწყება. მოგეხსენებათ, 6 წელი მეტყველების ინტენსიური განვითარების ასაკია. გამოცდილება გვიჩვენებს რომ მუსიკალური აქტივობა, ცეკვის და სიმღერის სინთეზი, ხელს უწყობს ერთის მხრივ კოგნიტური ფუნქციების – აღქმის, მეხსიერების, აზროვნების გააქტიურებას, ხოლო მეორე მხრივ – საარტიკულაციო აპარატისა და მეტყველების უნარის განვითარებას.

მუსიკა ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე დადებით ზემოქმედებას ახდენს.

ექსპერიმენტული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ, მუსიკა ბავშვის შინაგანი რესურსების აქტუალიზაციას ახდენს, ზრდის სწავლის ეფექტურობას და ახდენს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

მაარიფის სკოლაში, ხელოვნების, მუსიკის და ცეკვის გაკვეთილები, ხელს უწყობს ასევე კომუნიკაციურ ფუნქციას. ხელოვნების ენით ბავშვები საკუთარ თავს, ერთმანეთს და მასწავლებელს უკეთ ეცნობიან. ენობრივი ბარიერი ხელის შემშლელ ფაქტორად ნაკლებად გვევლინება ასეთ შემთხვევაში. 

მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ცდილობენ ხელოვნების ნიმუშის/მუსიკალური ნაწარმოების და მასში ჩადებული შინაარსის აღქმას, ფართოვდება ინტერესის არეალი და პოზიტიური დამოკიდებულება ღვივდება ამ საინტერესო პროცესის მიმართ“, – აღნიშნავს სკოლის ფსიქოლოგი.

Aris.ge - განათლება განათლება