გაიცანით ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, რომლის გაკვეთილებიც მოსწავლეებს არ ავიწყდებათ (+ვიდეო)
გაიცანით ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, ნინო სტურუა, რომელიც სწავლებაში მუსიკას აქტიურად იყენებს. მას ჯერა, რომ სიმღერა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ენის სასწავლად, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
ნინო მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს ვიდეოგაკვეთილს უზიარებს, რომელშიც ის ბავშვებს გრამატიკულ და ლექსიკურ ერთეულს მხიარული სიმღერის მეშვეობით ასწავლის. პედაგოგი ამბობს, რომ ასე სიტყვები კიდევ უფრო მარტივად და სახალისოდ დასამახსოვრებელი ხდება.
რას გვიამბობს ნინო მასწავლებელი:
„გაკვეთილზე ბავშვები არამხოლოდ უსმენენ, ისინი ცეკვავენ, მღერიან და აქტიურად მონაწილეობენ სწავლა-სწავლების პროცესში. როცა ბავშვი მღერის, ენის სწავლა მექანიკურ პროცესად აღარ რჩება – ის ხდება სიხარულით სავსე გამოცდილება. ჩემი მეთოდით, ინგლისურის გაკვეთილები მშრალი გრამატიკის ნაცვლად, მუსიკით, მოძრაობითა და ემოციებით არის გაჯერებული და სწორედ ეს ხდის მათ დაუვიწყარს“.
ასევე იხილეთ:
მაისის თვის თარიღები – აქტივობები, იდები და ღონისძიებები სასკოლო საზოგადოებისთვის
-
„პოლიგლოტში“ TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდის მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები