მუსიკის სწავლების მნიშვნელობა სკოლებში
ძალიან ხშირად მეკითხებიან მშობელები და უმეტესი ნაწილი მოსწავლეებისა, იმას თუ რა
საჭიროა მუსიკის სწავლება სკოლებში? ისინი მუსიკას მოიაზრებენ, როგორც
მეორეხარისხოვან საგანს. ჩვენდა სამწუხაროდ, ასე ფიქრობს ნაწილი პედაგოგებისა. მინდა,
მოკლე რაკურსით წარმოგიდგინოთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები (მუსიკაში), რაც ავითარებს
გარკვეულ უნარებს მოსწავლეებში.
მუსიკა ხელს უწყობს, როგორც კოგნიტური,ისე,კოორდინაციული უნარ-ჩვევების
განვითარებას. ის ეხმარება ბავშვებს თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება, რაც
ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება
სოციალური უნარები, იზრდება სწავლისა და მიზნის მიღწევის მოტივაცია, იზრდება
კონცენტრაცია, ვითარდება კრეატიულობა, მცირდება შფოთვა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო მეთოდი, რომელსაც დღეს აქტიურად
ვიყენებ, გაკეთილზე არის კარლ (ორფის) მეთოდი, ვინაიდან ამ მეთოდიით მუსიკის
სწავლება გულისხმობს მუსიკის ფონზე ბავშვის-მოზარდის მუსიკალური სმენის,
მახსოვრობის და რითმის განვითარებას. ბავშვები სწავლის პროცესში მუსიკის ფონზე
განუწყვეტლივ მოძრაობენ და უვითარდებათ ყურადღების კონცენტრაცია.
„რითმი არის წესრიგი მოძრაობაში“- ამბობს პლატონი. ადმიანის ცხოვრებაში ყველაფერი რითმს
უკავშირდება, დღე-ღამის მონაცვლეობა, გულის ცემა და ა. შ.
ავტორი: მაარიფის სკოლის მუსიკის პედაგოგი, ნანა ხარაზიშვილი