ოლიმპიადა, თოჯინების სპექტაკლი და დებატები – ღონისძიებებით დატვირთული კვირა სკოლა “ცისკარში”
21 დეკემბერს, იტალიური სკოლა “ცისკარის” დაწყებითი კლასების კვირეულის ფარგლებში I-მა კლასმა, მაია ალავიძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა თოჯინების სპექტაკლი “სამი გოჭი”.
სპექტაკლისათვის რეკვიზიტების შექმნაში მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ხატვის წრის ხელმძღვანელი ლიკო ჩიხლაძე და ხელოვნების პედაგოგი თამარ ადამია. ხოლო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მარინა ლეკიშვილმა.
სპექტაკლმა მხიარული განწყობით ჩაიარა და საერთო მოწონება დაიმსახურა.
ასევე 21 დეკემბერს, დაწყებითი განათლების კვირეულის ფარგლებში III მე-2 კლასში, პედაგოგი დალი ტომარაძის ინიციატივით, ჩატარდა დებატები თემაზე: “კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის პერსონაჟების გასაუბრება”. მოსწავლეებმა მიმოიხილეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის პერსონაჟთა დადებითი და უარყოფითი თვისებები, მოხდა პოზიციების შეჭიდება. ბავშვებმა შეძლეს საკუთარი პოზიციების დაცვა სათანადო არგუმენტებით და გამოავლინეს მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.
22 დეკემბერს კი იტალიური სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ზოგადი უნარების ოლიმპიადის “ასფურცელა” პირველი ტური. ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სკოლა “ცსიკარის” II – III კლასის მოსწავლეები.