პატარა ჯენტლმენების ამბავი – როგორ მოაწყვეს ბიჭებმა დაუვიწყარი სიურპრიზი თანაკლასელი გოგონებისთვის (+ვიდეო)
„ჩვენ რატომ არ უნდა მივულოცოთ გოგონებს?”, – ეს ფრაზა ქალაქ გორის მე-7 საჯარო სკოლის მე-6 (დ) კლასის მოსწავლე ბიჭემა დასვენებაზე გააჟღერეს და მომდევნო დღეს, 6 მარტს, საყვარელ თანაკლასელ გოგონებს ვარდები თავად მიართვეს.
“რაღაც სასიამოვნო უნდა გავუკეთოთ და 8 მარტზე ადრე მივულოცოთ ქალთა დღე” – ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რეალობად იქცა. დაჩოქილმა მოსწავლეებმა 7 მოსწავლე თანაკლასელი გოგონა გაახარეს და ვარდები გაკვეთილზე მიართვეს.
მათ სახეზე ბავშვური სიმორცხვეც შეინიშნებოდა და კმაყოფილებაც, რომ ასე გაახარეს მშვენიერი მეგობრები.
@qeti.mgebrishvili1
ეს ამბავი პატარების დამრიგებელმა, ქეთი მღებრიშვილმა EDU.ARIS.GE-ს დღეს, 7 მარტს მოუთხრო. მან გვითხრა, რომ ვარდი პატრებისგან თავადაც მიიღო. პედაგოგი ამაყია, რომ ბავშვებს ეს იდეა თავად, მის გარეშე გაუჩნდათ.
“ასეთი თბილი თაობა გვეზრდება. მიხარია, რომ სწავლობენ ემოციების გამოხატვას და აფასებენ გოგონებს. როცა კლასში ასეთი ინიციატივები ჩნდება, დამრიგებელი ყველაზე მეტად არის კმაყოფილი”, – მოგვითხრო ქეთი მასწავლებელმა.
-
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ოლიმპიადა „მოაზროვნის“ საბაზო საფეხურის გამარჯვებულია by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი