2 ოქტომბერი, 2023 17:21
„პატივი ეცით ბებოს და ბაბუს” – თბილისის 105-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა მსოფლიო დღეს სკოლაში ბებია-ბაბუები მოიწვიეს
ხანდაზმულთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის 105-ე საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელმა, შორენა ჟვანიამ მოსწავლეებს იდეები მიწოდება სთხოვა.
ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ხანდაზმულთა მსოფლიო დღეს ზეიმი უნდა გაემართათ და სკოლაში ბებია-ბაბუები მოეწვიათ.
ღონისძიება დღეს, 2 ოქტომბერს შედგა.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა უფროსებს მიუძღვნეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს მათთან ერთად.
განხორციელდა ვიდეო ზარი ემიგრანტ ბებიებთანაც, რამაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები ღონისძიებიდან:
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები



