როგორ მზადდება პირველკლასელების საყვარელი რესურსი – ინსტრუქცია ახალგაზრდა მასწავლებლისგან (+ვიდეო)
„პირველკლასელებს განსაკუთრებით ის აქტივობები მოსწონთ, რომელშიც თავად არიან მონაწილეც და წამყვანიც“, – ამის შესახებ დაწყებითი კლასების ახალგაზრდა მასწავლებელი, მარიამ მჭედლიძე EDU.ARIS.GE -ს ესაუბრება.
მარიამი კოლეგებსა და მშობლებს უზიარებს განხორციელებული აქტივობის ვიდეოს და ასწავლის პირველკლასელებისთვის საყვარელი რესურსის დამზადებას. როგორც მან აგვიხსნა, ამ რესურსით ახლა პატარებს სიტყვის გამთლიანებასა და კითხვას შეასწავლის.
იხილეთ ვიდეო:
@mariam_mtchedlidze2000 foryou
რესურსის დამზადების 2 მეთოდი:
„გამოვიყენე მუყაოს ყუთი, ბრჭვყვიალა ქაღალდი და მუყაოს რგოლები, რომლებზეც მარცლებია დამაგრებული. ბზრიალას დასამზადებლად გამოვიყენე ფერადი ფურცლები, ასევე მუყაო, რომელიც დავამაგრე სპინერზე. რესურსს კარგად ვიყენებ ქართულის გაკვეთილზე, აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი უფრო მრავალფერივანი, სახალისო და საინტერესოა.
“მეორე მეთოდი ასეთია: გამოიყენეთ ლოტოს ბურთები და ლოტოტრონი. ლოტოს ბურთებს რიცხვების ნაცვლად მიაწებებთ ანბანის ასოებს“, – აგვიხსნა მარიამმა.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები