17 ოქტომბერი, 2017 12:08
პროექტ “ჯანსაღი ცხოვრების წესის” ფარგლებში იტალიური სკოლის მოსწავლეები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ
10 ოქტომბერს, პროექტ “ჯანსაღი ცხოვრების წესის” ფარგლებში, მძლეოსნობის ფედერაციის მხარდაჭერით, დიდუბის სპორტულ მანეჟში, გაიმართა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
იტალიური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში, გამარჯვებულებს კი სიგელები და მედლები გადაეცათ.
პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” იტალიურ სკოლაში ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად სკოლის მოსწავლეები დიდი სიხარულით და მონდომებით ერთვებიან.
დღის ბოლოს კი ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს სიმღერაში ეჯიბრებოდნენ (კარაოკე).
პროექტმა ,,ჯანსაღის ცხოვრების წესი” გაამართლა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინები, რის გამოც ყველა მოუთმენლად ელოდებია მომავალ წელს.
-
იტალიური სკოლია “ცისკარის” პედაგოგი ჟურნალის “მასწავლებელი” საიუბილეო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარი” ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ დედამიწის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი კვირეული მიუძღვნა by იტალიური სკოლა ცისკარი



