პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა
2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდია “GOAL DIGGERS”.
გუნდის წევრები არიან: ნუცა ჭულუხაძე (გორის N4 საჯარო სკოლა), ზურაბ რეზესიძე (მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლა), ვიტალი რევიშვილი (ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი), ლევანი ჭანტურია (სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია).
“ჩვენ შევქმენით 2 სახის რობოტი, რეალური და ვირტუალური, რომელიც გამოიყენება, როგორც მასწავლებლის დამხმარე. რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მოსწავლემ და აძლევს შესაბამის უკუკავშირს“.
საქპატენტის პრიზი – პერსონალური კომპიუტერი თითოეულ გუნდის წევრს
ვულოცავთ გუნდ “GOAL DIGGERS” ამ გამარჯვებას!
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
თვითმმართველობის არჩევნები ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)