20 ოქტომბერი, 2021 23:23
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა
20 ოქტომბერს სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია “დემოკრატიის ლაბორატორია” ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლება.
მედიაწიგნიერების ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები:
- რა არის დეზინფორმაცია, რატომ არის ის პრობლემა და რა მნიშვნელობა აქვს/რა როლი უჭირავს დეზინფორმაციას/პროპაგანდას და ფეიქ ნიუსს ქართულ რეალობაში. (თემის ზოგადი გააზრება)
- ფეიკ ნიუსი და პროპაგანდა
- მედიის როლი და როგორი უნდა იყოს ინფორმაცია
- ყალბი ინფორმაციის მარკერები
- ებ-გვერდების სანდოობის შემოწმება
ტრენინგის დატვირთული იყო ენერჯაიზერებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
ტრენინგის მონაწილეებმა გაიცნეს დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტი “დავითა”, რომელიც ვირტუალური პერსონაჟია და თავისი აპლიკაციაც აქვს. დავითა მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად შექმნილი თამაშია.