GE
21 მარტი, 2019 15:38

ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია “კოკა კოლას” კომპანიაში განხორციელდა

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის სტანდარტზედა სერვისის მენეჯმენტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია კოკა კოლას კომპანიაში.

ექსკურსიით სტანდარტზედა სერვისის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ წარმატებული ბიზნესის ნათელი მაგალითი, ისინი უშუალოდ დაესწრნენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, ნედლეულიდან მზა პროდუქციამდე.

მსმენელებმა თავად იხილეს თუ როგორ ხდება ნასწავლი თეორიის პრაკტიკაში გამოყენება და როგორ მუშაობს ეფექტიანი მენეჯმენტი მსხვილ ბიზნესში.

Aris.ge - განათლება განათლება