10 ოქტომბერი, 2023 11:37
ქალთა როლი სპორტის განვითარებაში – 191-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს
თბილისის #191-ე საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა სპორტში ქალთა როლის წარმოსაჩენად საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს.
ღონისძიებების სერია სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შედგა.
მოსწავლეების პროექტის სახელწოდება ასე ჟღერდა: მრავალფეროვნება სპორტში და სტერეოტიპების დამსხვრევა!
9 ოქტომბერს, სკოლის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩატარდა მოსწავლეების მიერ ინიცირებული საინფორმაციო აქტივობები, რომელსაც ძიუდოს ფედერაციის მწვრთნელი და ყოფილი სპორტსმენი ნონა მერაბიშვილი ესწრებოდა
მოსწავლეებმა თანატოლებს გააცვნეს თანამედროვე ქართველი ქალი სპორცმენები: ნინო სალუქვაძე, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, ლიანა ჯოჯოუა.
როგორც სკოლაში ამბობენ, მსგავსი ტიპის აქტივობის მიზანია ქალთა როლის წარმოჩენა ქართული სპორტის განვითარებაში
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„თანასკოლელს სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას“ – შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მესამე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი