24 მაისი, 2019 11:42
ქართულ-ამერიკულ სკოლაში “ტალანტ-შოუ” გაიმართა
23 მაისს ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა “ტალანტ-შოუ”.
მონაწილეებმა შეასრულეს ჟანრობრივად განსხვავებული ნომრები, მათ შორის იმღერეს ქართულ და ინგლისურ ენებზე, დაუკრეს ფორტეპიანოზე , ვიოლინოზე, ასევე იცეკვეს, წარმოადგინეს ფოკუსები,თვალდახუჭულებმა ააწყვეს რუბიკის კუბი და ა.შ.
ჟიურიმ გამოავლინა “ტალანტ-შოუ”-ს ორი გამარჯვებული მოსწავლე – ანასტასია კოპალეიშვილი და ნიკოლოზ კუპატაძე.
დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. ქართულ-ამერიკულ სკოლა მადლობას უხდის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



