16 ნოემბერი, 2018 17:48
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით ჩატარდა პროექტი “ვაწყობთ კომპიუტერებს”
ქართულ-ამერიკულ უმაღლესი სკოლა V/5 კლასში არაფორმალური განათლების მიმართულებით ჩატარდა პროექტი ,,ვაწყობთ კომპიუტერებს” (ისტ-ის პედაგოგის ხ.არწივიძის ხელმძღვანელობით), რომლის მიზანი იყო:
- ციფრული მოწყობილობის კომპონენტების დანიშნულების გააზრება და კავშირი სხვადასხვა ტექნოლოგიებთან;
- ობიექტის შესწავლა მრავალმხრივი პერსპექტივით და შეძენილი ცოდნის კომპლექსურობა;
- საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;
- მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
პროექტი განხორციელდა კომპანია ,,ITCraft-აიტიკრაფტ“-ში, სადაც მოსწავლეებმა მოახდინეს თეორიული ცოდნის ტრანსფერი კომპიუტერის არქიტექტურის მიმართულებით, მოისმინეს ლექცია შესაბამის თემაზე და განახორციელეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, პრაქტიკული სავარჯიშოები:
– კომპიუტერის ნაწილების ფუნქციონალური დანიშნულება;
– შესაბამისობა ლეპტოპსა და პერსონალურ კომპიუტერს შორის;
– დაშლა, დახარისხება.