ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მორიგი წარმატება ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICYS)
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS
XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია.კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
- ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
- ნიკოლოზ ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
- ნიკოლა კაპანაძე – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
- მარიამ გორდაძე – ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
- მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
- ნათია კობახიძე – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
- ნიკოლოზ ცაგარეიშვილი – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
- ალექსანდრე მუსელიანი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა
- ნიკოლოზ მესხი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა
აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა.
აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.
სკოლა ულოცავს საკუთარ ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს შემდეგ წლებშიც.
უკვე დამტკიცებულია მომავალი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნების სია:
- 2019 წელი – მალაიზია, კუალა-ლუმპური
- 2020 წელი – საბერძნეთი, სალონიკი
- 2021 წელი – ჰოლანდია, ნაიმეგენი