4 აგვისტო, 2018 21:25
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გეოგრაფიაში მაღალი ქულები მიიღეს
უკვე არაერთი წელია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან გეოგრაფიაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გეოგრაფიის გამოცდა, მათ შორის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ვანო ნავროზაშვილმა საქართველოს მასშტაბით უმაღლესი 58 ქულა დაიმსახურა.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს საამაყო შედეგებს ყველა საგანში და უსურვებს წარმატებულ სტუდენტობას.