29 თებერვალი, 2024 11:38
„ქართული კინომუსიკა უკვდავია“ – მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილი ჩატარდა
თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასებში ქართული კინომუსიკის თემაზე ღია გაკვეთილი სახელწოდებით – „ქართული კინომუსიკა უკვდავია“ ჩატარდა.
როგორც სკოლის მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღია გაკვეთილზე სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები განხორციელდა.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართველი კომპოზიტორების სიმღერები და გაიმდიდრეს ცოდნა ქართული კინომუსიკის მიმართულებით.
მოსწავლეები გაეცნენ მიმოხილვას კინომუსიკისა და მათი გამფორმებების შესახებ, განიხილეს ფილმები და თავად შეარულეს მუსიკალური ნომრები ცნობილი ქართული კინოფილმებიდან: „მუსიკის ჰანგები“, „აბეზარა“, „ხევისბერი გოჩა“, „თოჯინები იცინიან”, „ბაში-აჩუკი“.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები