GE
8 ივნისი, 2017 15:44

ქიმიკოსის დღის აღსანიშნავად “ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციამ” და “ლოგოსმა” საპატიო სტუმრებს უმასპინძლა

ქიმიკოსის დღის აღსანიშნავად “ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციამ” და “ლოგოსმა” უმასპინძლა საპატიო სტუმრებს, რომელთაც მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს ამ პროფესიის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.

ღონისძიების ფარგლებში მცირე ლექცია წაიკითხა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა. მან სკოლის მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას მომავლის პროფესია- ქიმიის შესახებ ესაუბრა. ასევე მოსწავლეებს გააცნო ქიმიის პერსპექტივები და ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო ქიმიის, როგორც მეცნიერების განვითარება.

აგრეთვე ღონისძიებას ესწრებოდა კომპანია ,,აქვა გეოს” გენერალური დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომაპანიის მიერ განხორციელებული პროექტები და ისაუბრა კომპანიის მომავალ მიზნებზე.

ღონისძიების დასასრულს სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, სპქა-ს პროექტი: „შეიყვარე პროფესია შეაყვარე სხვას“ მენტორებმა იბრაგიმ მამედოვმა, სოფო გელოვანმა, ლიკა ნაჭყებიამ და გულიკო ფხალაძემ წარუდგინეს ქიმიის სახალისო ცდები. სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ექსპერიმენტებს და აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში.

Aris.ge - განათლება განათლება