16 აპრილი, 2024 12:06
„ქუჩის ბიბლიოთეკა გახსნილად გამოგვიცხადებია“ – რომელი წიგნები დატოვეს მოსწავლეებმა ახლად გახსნილ ბიბლიოთეკაში
ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დამრიგებელ ანა ჩუბინიძესთან ერთად, ქუჩის ბიბლიოთეკაში წიგნები პირველებმა დატოვეს. ამის შესახებ ფოტომასალას თავად სკოლა 15 აპრილს აზიარებს.
სკოლის ინფორმაციით, „ქუჩის ბიბლიოთეკა“ ზესტაფონის მერიამ, გუშინ, ქალაქის ცენტრალურ უბანში დადგა.
მოსწავლეების მიერ დატოვებულ წიგნებს შორის არის, წიგნი ქართული ზღაპრების შესახებ, მინი წიგნები ქართველი გმირების შესახებ, „პინოქიოს თავგადასავალი“, „სატკბილეთის ქვეყანა“, თანამედროვე ქართული ლექსების კრებული და სხვა.
“ქუჩის ბიბლიოთეკა გახსნილად გამოგვიცხადებია. ახლა თქვენი ჯერია. ჩააბარეთ საინტერესო წიგნები და გააგრძელეთ ჩვენი აქტივობა”, – აცხადენენ სკოლაში.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



