ქუთაისში 33 619 მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ – ამის შესახებ, დღეს, 27 სექტემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება.
“მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ” – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ქუთაისის მერია აცხადებს, სკოლის მოსწავლეებს „თიბისი ბანკის“ სამგზავრო ბარათები უფასოდ გადაეცემათ. მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ 33 619 მოსწავლე იმგზავრებს.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები