რა დავალებები შევთავაზოთ უმცროსკლასელებს ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნად – 214-ე საჯარო სკოლის აქტივობები
თბილისის 214-ე საჯარო სკოლა 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნად ემზადება. როგორც სკოლის მიერ 6 აპრილს გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ღონისძიებისთვის უმცროსკლასელებმა უკვე დაიწყეს ისეთ დავალებებზე მუშაობა, რომლებმაც ეს დღე განსაკუთრებით უნდა გაალამაზოს. ერთ-ერთი ასეთი დავალებაა ფრინველთა გამოსახულებებით შექმნილი ულამაზესი საათი, რომელიც მოსწავლეებმა თავად შექმნეს. თუმცა სკოლას მათთვის კიდევ აქვს სხვა საინტერესო დავალებებიც.
სკოლამ როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეების, ასევე უფროსკლასელების მონაწილეობით არაერთი აქტივობა უკვე განახორციელა. ეს ყოველივე კი ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ხელმძღვანელებიც პედაგოგები – თეა ნინუა და ლიზა დავითაშვილი არიან.
უფროსკლასელმა მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა პატარებისათვის მოამზადეს პრეზენტაცია და ესაუბრნენ რატომ უნდა დაიცვან ფრინველები და იზრუნონ მათზე.
„სკოლა ემზადება აღნიშნოს ბიომრავალფეროვნების დღე, რაშიც თავის წვლილს შეიტანენ უმცროსკლასელებიც. ისინი ფოტოებს გადაუღებენ ან ჩახატავენ მათ მიერ დანახულ ფრინველებს, რომელთა ამოსაცნობათაც სპეციალურად გადაეცათ ფერადი სარკვევი. ამ სარკვევის მეშვეობით მოსწავლეები მარტივად განსაზღვრავენ მათთვის საინტერესო ფრინველს. სამომავლოდ, ამ ფოტოებითა და ნახატებით შეიქმნება ალბომი “რომელ ფრინველებს ვხვდებით კიკეთსა და მის შემოგარენში”, – ვკითხულობთ სკოლის ინფორმაციაში
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები



