GE
2 მაისი, 2025 11:30

რა უნდა ხდებოდეს ისტორიის სასკოლო კლუბში – სწავლების პრაქტიკული კომპონენტი სკოლაში

„უამრავი თარიღი, მოცულობითი ტექსტები, წყაროები და ფაქტების ცოდნის აუცილებლობა, ეს მოსწავლეებს ისტორიის საგნისადმი ინტერესს აკარგვინებს“, – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებელი, თინათინ ყუფარაძე ესაუბრება.

გამოცდილი პედაგოგი საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგებს გვიზიარებს და სკოლაში მის მიერ დაარსებული არაფორმალური განათლების კლუბის შესახებ გვესაუბრება.

მაშ ასე,  იხილეთ ისტორიის კლუბის – „გორგასლიანი“ დამფუძნებლისა და საგნის პედაგოგის დამხმარე ინსტრუქცია. თინათინ მასწავლებელი გეტყვით, თუ როგორი უნდა იყოს საკლუბო საქმინობა სკოლაში:

მასწავლებლის მიერ დანახული სურათი: მოსწავლეებს უძნელდებათ თარიღების დამახსოვრება,ხშირად აღნიშნავენ, რომ ისტორიული ფაქტების დასწავლა-დამახსოვრება მოსწყინდათ. გაკვეთილები გაჯერებულია თარიღებით, ინფორმაციული წყაროებით. უდიდესი პრობლემის წინაშე ვიდექი, როგორ მომეხერხებინა მოსწავლეებისთვის მესწავლებინა ისტორია, გამეყვანა ისინი მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებზე, მაშინ, როდესაც მოსწავლეთა უმრავლესობას არანაირი დაინტერესება და მოტივაცია არ გააჩნდა სწავლის მიმართ.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, რა უნდა ხდებოდეს ისტორიის სასკოლო კლუბში:

  • არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია,;
  • სხვადასხვა ისტორიული მოვლენების სხვა რაკურსით განხილვა და დანახვა;
  • მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავად აირჩიონ სასურველი ისტორიული თემა, მოამზადონ დისკუსია, მოაწყონ მრგვალი მაგიდა, გააცოცხლონ თეატრალურად ისტორიული ეპოქა, შექმნან შესაბამისი კოსტიუმები და აქსესუარები, წარუდგინონ აუდიტორიას, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტული პიროვნების ქმედების მიმართ;
  • მოსწავლეებმა ხშირად უნდა წარმოადგინონ ლოგო, პოსტერი, ბროშურა, გაუზიარონ სხვებს საკუთარი გამოცდილება;
  • ვიზიტები სხვადასხვა დაწესებულებებში;
  • შიდა საკლუბოკონკურსი, რათა მოხდება მოსწავლეების წახალისება და დაფასება;
  • შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემა;

პედაგოგი აღნიშნავს, რომ თუ ისტორიის სასკოლო კლუბში მსგავსი აქტივობები განხორციელდება, ამით სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაც მოხდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქტივობების განსახორციელებლად მასწავლებლის მხრიდან საკმაოდ ბევრი შრომაა საჭირო.

ასევე იხილეთ:

მაისის თვის თარიღები – აქტივობები, იდები და ღონისძიებები სასკოლო საზოგადოებისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში