„რა ყოფილა სიჭაბუკე“ – ოზურგეთელი მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ამღერდნენ (+ვიდეო)
„ჩვენი სკოლა ცხრაწლიანი საბაზო საფეხურის სწავლებისაა. მეცხრეკლასელებმა სწავლა დაასრულეს და გამოსაშვები საღამოც გვქონდა. ეს ლამაზი სიმღერა მათ მივუძღვენით“, – ასე იხსენებს უკვე სასიამოვნო მოგონებას EDU.ARIS.GE-სთან ოზურგეთის პატარა სოფლის – გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელი და ისტორიის პედაგოგი ხათუნა რუსიეშვილი.
პედაგოგი იმ ვიდეოსაც გვიზიარებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ასრულებს კოლეგებთან ერთად ყველასათვის საყვარელ სიმღერას – “სიჭაბუკე”.
იხილეთ ვიდეო
პედაგოგის თქმით, მუსიკალური ნომერი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ღონისძიებაზე დამსწრე სასკოლო საზოგადოებისთვისაც.
იხილეთ ფოტო:
„სიმღერას ვასრულებთ მე, ქართული ენის პედაგოგი ხატია გიორგაძე, მუსიკის პედაგოგი თამარ თენიეშვილი, ფრანგული ენის პედაგოგი თინათინ კუტუბიძე. მართლაც მთელი გულით ვიმღერეთ. სიჭაბუკის წლები დაუვიწყარია, ჩვენი გზავნილიც მეცხრეკლასელებთან ეს იყო. უყვარდეთ, დააფასონ და გამოიყენონ ახალგაზრდობის წლები“, – ამბობს პედაგოგი.
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი



