რას გთავაზობთ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი ახალ 2017-2018 სასწავლო წელს
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთისმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პირველკლასელებს – ახალი სასწავლო წლიდან ელოდებათ:
ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო; პროფესიონალ პედაგოგთა და სპეციალისტთა გუნდი; აკადემიური განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; ტრადიციულისა და თანამედროვეობის ჰარმონიზაცია; კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები; კომპიუტერული კლასი უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით; უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი და ლაბორატორია; კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, მდიდარი წიგნადი ფონდით. სკოლა ასევე გთავაზობთ 60-ადგილიან საკონფერენციო დარბაზს.
- კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 16-20 ბავშვი.
- დღის გახანგრძლივებული ჯგუფები 18 საათამდე
- მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა.
- ყოველდღიური განახლებადი ვებ-გვერდი.
- ელექტრონული ჟურნალი.
- მალე – საკუთარი ინტერნეტ ტელევიზია.
მრავალფეროვანი სახელობო და სახელოვნებო კლუბები, სტუდიები, წრეები: ლიტერატურული თეატრი, ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი, ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ხალხური ორთაბრძოლები, სახვითი ხელოვნების სტუდია, თექა, მინანქარი, ეროვნული ტანსაცმლის მოდელირება, ხის მხატვრული დამუშავება, ინგლისური ენის შემსწავლელი წრე დონეების მიხედვით, ჭადრაკის წრე, საფორტეპიანო და სავიოლინო კლასები.
სკოლა წლის განმავლობაში ატარებს სხვადასხვა მრავალფეროვან და მიზნობრივი კლასგარეშე ღონისძიებებს.
დამატებითი მომსახურება:
- საკუთარი სატრანსპორტო მომსახურეობა.
- ექსკურსიები, წმიდა ადგილების მოლოცვა.
- ერთჯერადი კვება.
- ლიტერატურული კაფე.