GE
12 ოქტომბერი, 2020 16:25

რას მოუწოდებს ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა საკუთარ მოსწავლეებს

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა მოუწოდებს სკოლის მოსწავლეებს გაწევრიანდნენ ფეისბუკ ჯგუფში – “პროექტების ჯგუფი”. როგორც სკოლის წერილში ვკითხულობთ, აღნიშნულ ჯგუფში განთავსდება ინფორმაცია სკოლის შიდა და გარე აქტივობების შესახებ.

“გიზიარებთ ინფორმაციას, “პროექტების ჯგუფის” შესახებ, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ჩვენი სკოლის ბაზაზე არსებობს და მიზნად ისახავს სკოლის შიდა და გარე აქტივობების, პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას!

იმ მოსწავლეების საყურადღებოდ, ვინც ჯერ არ არის ამ ჯგუფის წევრი, მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რათა ერთად გავხადოთ სასკოლო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და აქტიური!”, – ვკითხულობთ სკოლის გვერდზე.

Aris.ge - განათლება განათლება