26 თებერვალი, 2024 15:34
„რატომ ხდებიან პიროვნებები ბრბოს მსხვერპლი?“ – მერვეკლასელების აქტივობა
„რატომ ხდებიან პიროვნებები ბრბოს მსხვერპლი?“, – ამ საკითხზე თბილისის 138-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დააყენეს საკითხი – “ზოგჯერ პიროვნება ბრბოს მსხვერპლი ხდება” და ამის მაგალითად ცნობილი ნაწარმოებები გააანალიზეს – მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ დათას ჩაქოლვის ეპიზოდი და გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“.
როგორც საჯარო სკოლისმიერ 26 ტებერვალს გამოქვეყნებული პრეზენტაციის ფოტოებიდან ჩანს, მერვეკლასელებმა პრეზენტაციის წარდგენისას გამოიყენეს გუსტავ ლებონის სიტყვები: „ვისაც შეუძლია ბრბოს შეცდომაში შეყვანა, მისი მბრძანებელი ხდება, ხოლო ვინც ცდილობს ბრბოს გონზე მოყვანას, მის მსხვერპლად იქცევა’’.
-
კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან by მოსწავლის მშობელი
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი