GE
5 აგვისტო, 2019 12:34

რეპეტიტორის გარეშე მიღებული 80 ქულა – აბიტურინტი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლიდან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს. აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია ყველა სავალდებულო და ზოგიერთი არჩევითი საგნების შედეგები. დღეს ჩვენი რესპონდენტი ინგლისურ ენაში უმაღლესი შედეგის – 80 ქულის – მქონე აბიტურიენტია. დავით ადამია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია. მან სხვა საგნებშიც კარგი შედეგები აჩვენა (ქართული ენა – 58 ქულა, ზოგადი უნარები – 64)

“ინგლისური ენის გამოცდა ძალიან მეადვილა და დროზე ადრეც გამოვედი გამოცდიდან, მგონი, პირველმა მე დავტოვე საგამოცდო ოთახი. ქართული ენისა და უნარების გამოცდაც არ იყო რთული, უფრო საშუალო სირთულის”, – გვითხრა დავითმა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დავითი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად არცერთ საგანში არ ემზადებოდა და ამ შედეგს რეპეტიტორის დახმარების გარეშე მიაღწია, რაც მისი თქმით სკოლის დამსახურებაა.

“ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დამსახურებაა ჩემი შედეგები. აქ მივიღე სრულყოფილი განათლება, რომელიც წელს გამოცდების ჩაბარებაში დამეხმარა. ამ ცოდნას მომავალშიც აუცილებლად გამოვიყენებ”,- გვითხრა მან.

როგორც დავითმა აღნიშნა, სწავლის გაგრძელებას სან დიეგოს უნივერსიტეტში, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, აპირებს და ამბობს, რომ მომავალი სტუდენტური ცხოვრებისთვის მზად არის, რაშიც წვლილი სკოლასაც მიუძღვის.

Aris.ge - განათლება განათლება