მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2019
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგების გამოცდის ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი
რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
დანარჩენი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება, ხოლო სტატისტიკური ანალიზი ვებგვერდზე აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგბის გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით გექნებათ.
რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია.
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება