თვალსაჩინო რესურსი მათემატიკის შესასწავლად – „გამოიყენეთ დაწყებით კლასებში!“
უმეტესად, მათემატიკის საგნის შესწავლას პირველკლასელები თვალსაჩინოების მეთოდით ცდილობენ.
ამ მიზნით კლასებში გამოკრულია რიცხვების ილუსტრაციები ნაირ-ნაირი გაფორმებებით. ეს მოსწავლეებს ეხმარებათ ჯერ რიცხვები აითვისონ შემდეგ კი მათემატიკური ამოცანები.
ამ საკითხზე დაწყებითი კლასის პედაგოგი, ელენე ბეთლემიშვილი EDU.ARIS.GE-ის დღეს, 29 ნოემბერს ესაუბრა.
პედაგოგმა საკუთარი კლასისთვის გამზადებული რესურს სახელწოდებით: „თვალსაჩინოება მათემატიკის სწავლებისთვის“ გაგვიზიარა.
იხილეთ რესურსი: თვალსაჩინოება მათემატიკის სწავლებისთვის
„ ეს რესურსი გამოიყენეთ დაწყებით კლასებში. რესურსის ამობეჭვდა სასარგებლოა, როგორც სკოლებისთვის კლასის გაფორმების მიზნით, ასევე იმ მშობლებისთვისაც, რომლებსაც სურთ მათ შვილებს სახლშიც ჰქონდეთ თვალსაჩინოების რესურსი“, – მოგვითხრო ელენე მასწავლებელმა.
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები
-
ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS