როცა მასწავლებელი ხელოვნების ნაწარმოებია – განათლების ფერადი ამბოხი
„ჩემი მიდგომა მოსწავლეებისადმი, შარმიც და მთავარი მიზანიც მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნა და გულწრფელობაა”, – ამის შესახებ თბილისის 94-ე საჯარო სკოლის ხელოვნების, 59 წლის პედაგოგი, ეთერ სააკაშვილი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება. პედაგოგმა უარი თქვა შავ ფერზე და საკუთარი ხელით შექმნილი ფერადი სტილით მოსწავლეებში დაუვიწყარ აურა შექმნა.
როგორც პედაგოგმა მოგვითხრო, ის ხელოვნებას მხოლოდ საგნად არ აღიქვამს და მისთვის სკოლა ის სივრცეა, სადაც შავი უბრალოდ არ არსებობს, განათლება კი ფერადია.
იხილეთ ფოტო:
„ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ქალაქ ახმეტის სკოლა-ინტერნატში დაიწყო სადაც 7 წელი ვიმუშავე. თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობ 20 წელია. საკუთარ სამოსს მე თვითონ ვქმნი. ვქსოვ, ვკერავ, ფერებს ვუხამებ, დღეებსაც ფერებად ვყოფ. როგორც ხელოვნების მასწავლებელმა ზუსტად ვიცი, რომ ფერადოვნება პოზიტიურად მოქმედებს ბავშვებზე და ზოგადად ადამიანებზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელი ყველანაირად ფერადი უნდა იყოს, როგორც ვიზუალურად ასევე შინაგანადაც. ესაა ჩემი ფერადი განათლება”, – მოგვითხრო ეთერ მასწავლებემა.
პედაგოგი ფიქრობს, რომ იქ სადაც სიფერადეა, ბავშვები ყოველთვის იზრდებიან და დადებით, კეთილ ადამიანებად ყალიბდებიან.
„ჩემი მოსწავლეების კარგ ადამიანებად აღზრდა ვფიქრობ ჩემი პირველი და პირდაპირი მოვალეობაა. რაც არ უნდა სევდიანი ვიყო ყოველთვის ფერადი სამოსით და ღიმილით შევდივარ კლასში, ვჯდები მოსწავლის სკამზე და ბავშვების თვალით ვიყურები“,- გვესაუბრა ხელოვნების პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
მაისის თვის თარიღები – აქტივობები, იდები და ღონისძიებები სასკოლო საზოგადოებისთვის
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები



