GE
14 ივნისი, 2024 11:40

„როცა ყველგან ნინო მასწავლებელია“ – მეოთხეკლასელების სახალისო ვიდეო დამრიგებლის მონაწილეობით

მთელი სასწავლო წელი დაწყებითი კლასების დამრიგებლები პატარებს თავს დასტრიალებდნენ, ცდილობდნენ, არაფერი გამოჰპარვოდათ და ნებისმიერ სიტუაციაში, ცალი თვალი მაინც მათზე ეჭირათ.. ასეთი ყურადღებიანი დამრიგებლის შესახებ, მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის მეოთხელკლასელებმა მხიარული ვიდეო გადაიღეს, სახელწოდებით – „როცა ყველგან ნინო მასწავლებელია“. ვიდეოს შესახებ, EDU.ARIS.GE-ს მთავარი პერსონაჟი, კლასის დამრიგებელი, ნინო მეზვრიშვილი ესაუბრება.

“15 წელია, რაც სკოლაში ვარ. უამრავი როლის მორგება გვიწევს მასწავლებლებს. მე ხან პეპი ვარ, ხან მეკობრე, ხან ფეხბურთელი და ხანაც მზარეული. ყოველთვის მინდოდა, რომ ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორზეც თავად ვოცნებობდი – განსაკუთრებით ყურადღებიანი და  მეგობრული. ჩემი ბარტყების უპირობო მხარდამჭერი ვარ ყველგან და ყოველთვის და ამიტომ ავყევი ამ გამოწვევაში. ეს ტრენდი TikTok-ზე ნახეს. ის ახლა საკმაოდ პოპულარულია, ჩვენთან კი სიახლეა”, – ამბობს პედაგოგი.

ნინო მასწავლებელი კოლეგებს ურჩევს, ახალი თაობის მხიარული წამოწყებების მხარდამჭერი იყვნენ და ზაფხულის არდადეგების პერიოდი მოსწავლეებისთვის იდეების ერთგვარი ბანკის შექმნისთვისაც გამოიყენონ.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში