როგორ გამოვაფხიზლე მოსწავლე ხმამაღლა კითხვით – ერთი მასწავლებლის აქტიური გაკვეთილი
როდის შეიძლება სკოლის მერხთან მჯდომ მოსწავლეს ძილი მოერიოს?
პედაგოგებთან გავარკვიეთ, რომ ეს ძირითადად დილით ხდება ან 3-4 გაკვეთილის გასვლის შემდეგ. როგორც მასწავლებლებმა გვითხრეს, პრობლემა ყველა პედაგოგისთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასში.
EDU.ARIS.GE–ს დაწყებითი კლასების სპეციალისტი და მშობლიური ენის პედაგოგი, სოფი ბოცვაძე იმ სტრატეგიის შესახებ ესაუბრა, რომლითაც დილით პირველკლასელი მოსწავლეების გამოფხიზლებას ცდილობს.
მან პატარების გამოსაფხიზლებლად ხმამაღლა კითხვა შეარჩია.
პედაგოგის მიერ განხორციელებული აქტივობის ინსტრუქცია ასეთია:
„პირადად მე, ამ აქტივობას ქართულის გაკვეთილზე დამატებითი სავარჯიშოს სახით ვიყენებ. ასეთი ტიპის აქტივობები ძალიან მოსწონთ.
აქტივობის შესრულებისას მოსწავლეს უპირველსად ვაცნობ სავარჯიშოს შესრულების ინსტრუქციას. მოსწავლეებს ვაძლებს სპეციალურად მათთვის შერჩეულ ტექტს, მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს წრეებში ჩაწერილ სიტყვებს, იაზრებს წინადადების მთლიანობას და იწყებს წერას საწერ ბადეში.
ეს აქტივობა ერთდროულად ააქტიურებს რამდენიმე უნარს – კითხვას, გააზრებას.
ტექტი უნდა იყოს მცირე ზომის, მაქსიმუმ 5-6 ხაზი. გაკვეთილების ბოლოს, ნაშრომებს კლასში, კედელზე გამოვფენთ, პატარების თვალები მუდმივად უყურებენ და ამაყობენ საკუთარი თავით“, – აგვიხსნა სოფი მასწავლებელმა.
როგორც პედაგოგმა გვიამბო, სხვადასხვა კლასებში მასწავლებლებს გამოსაფხიზლებლად განსხვავებული აქტივობები აქვთ შერჩეული, იმის მიხედვით, თუ რა ასაკის არის მოსწავლე.
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში by სკოლების ამბები