როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 5 წლის შემდეგ?
გასაუბრების დროს დამსაქმებლები ხშირად ეკითხებიან კანდიდატებს: „როგორ წარმოგიდგებიათ თქვენი თავი 5 წლის შემდეგ?“, „ რა გეგმები გაქვთ მომავალში?“, „ რა პროფესიული ოცნება გაგაჩნიათ?“.
იმაში თუ როგორ უნდა უპასუხოთ ამდაგვარ კითხვებზე, დაგეხმარებათ ექსპერტი, კარიერული სერვისების ხელმძღვანელი მარინა ხადინა.
როდესაც დამსაქმებელი სვამს კითხვას, თუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 5 წლის შემდეგ, მას სურს გაიგოს ორი რამ: როგორ შეესაბამება თქვენი გეგმები კომპანიის მოლოდინს და შესაძლებლობებს, შეძლებთ თუ არა თქვენ მოახდინოთ მათი რეალიზაცია ახალ ადგილზე და აგრეთვე – რა მიზნებს ისახავთ, რა გსურთ კარიერისგან.
თუ კი თქვენი მოლოდინი აშკარად ემიჯნება კომპანიის შესაძლებლობებს, უმჯობესია – როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე თქვენთვის – ეს გაიგოთ წინასწარ.
მნიშვნელოვანია უპასუხოთ კითხვას გულახდილად და პირდაპირ, იმიტომ რომ, ბევრ კომპანიაში არის კარიერის განვითარების გარკვეული ლიგიკა. თუ კი თქვენი მოლოდინი აშკარად ემიჯნება კომპანიის შესაძლებლობებს, უმჯობესია – როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე თქვენთვის – ეს გაიგოთ წინასწარ. მაშინ, არც დამსაქმებელი იქნება გაკვირვებული და არც თქვენ იქნებით დემოტივირებულნი შემდგომში. აქ შესაბამისად შეგიძლიათ მიუგოთ კითხვა იმის შესახებ, თუ როგორი პრაქტიკა არის კომპანიაში და არის თუ არა მიღებული კარიერის განვითარების ლოგიკა.
არ არის საჭირო დამსაქმებლისთვის ისეთი გეგმების გაზიარება, რაც კავშირში არ არის კარიერასთან ( სახლის მშენებლობა, სწავლა, ოჯახი), თუ კი თქვენ არ გეკითხებიან ამის შესახებ. პასუხი ამ კითხვაზე უნდა იყოს მასქსიმალურად დაკავშირებული იმ სამსახურთან, რომელსაც განიხილავთ.
ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხების მაგალითები:
- „ რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მივიღებ დამატებით გამოცდილებას, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა განვითარება ტექნიკური როლიდან მენეჯმენტის სფეროში.“
- „ როგორი განვითარების სცენარებია შესაძლებელი თქვენს კომპანიაში ისეთი სპეციალისტებისთვის, როგორიც ვარ მე?“
- „ ჩემს გრძელვადიან გეგმებში შედის თქვენს კომპანიასთან ერთად განვითარება, სწავლება, ჩემი მოვალეობების გაფარათოვება და ამით მოუტანო კომპანიას მაქსიმალურად დიდი სარგებლობა“.
- „ მე ვხედავ ჩემს თავს მაქსიმალურად ეფექტურ თანამშრომლად კარგად ორგანიზებულ კომპანიაში, მაგალითად, როგორიც არის თქვენი კომპანია ( თუ კი თქვენ ამის შესახებ იცით). მე ვგეგმავ ჩემი უნარების განვითარებას და ასევე სარგებლობის მოტანას თქვენი კომპანიის საქმიანობის სხვა და სხვა სფეროში“.
მნიშვნელოვანისა ის რომ, თქვენი ოცნება რამენაირად იყოს დაკავშირებული იმ ნაბიჯებთან კარიერაში, რომლის გადადგმას აპირებთ უახლოეს დროში მომავალ სამუშაო ადგილზე.
ისე, ოცნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით გეტყვით – კარგია, თუ კი თქვენ გაქვთ ოცნება. დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რისკენ მიისწრაფვით და შეძლებს თუ არა შემოთავაზებული სამსახური თქვენი მიზანთან მიახლოვებას. მნიშვნელოვანია ის რომ, თქვენი ოცნება რამენაირად იყოს დაკავშირებული იმ ნაბიჯებთან კარიერაში, რომლის გადადგმას აპირებთ უახლოეს დროში მომავალ სამუშაო ადგილზე.
გისურვებთ წარმატებებს გასაუბრებაზე!