GE
13 ოქტომბერი, 2015 11:21

5 გზა მილიონის საშოვნელად

ალბათ, ყველას აქვს სურვილი ჰქონდეს მილიონი, მაგრამ მისი მოპოვება არც ისე ადვილია, შესაბამისად ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. თუმცა თითქმის ყველა მათგანმა ამ მიზნის მიღწევა რამდენიმე საერთო წესის გათვალისწინებით მოახერხა.

ასე რომ თუ გსურთ თქვენი კარიერული საქმიანობა წარმატებულად წარიმართოს და გახდეთ მილიონერი, გაეცანით ოქროს რჩევებს, რომლებსაც ექსპერტები ამ მიზნის მისაღწევად გვაძლევენ:

  1. გამოიწვიეთ საკუთარი თავი

გამოიწვიეთ საკუთარი თავი თქვენი მიზნების მისაღწევად, ანუ აკეთეთ თქვენი სამუშაო არა იმიტომ რომ იშოვოთ მილიონი, არამედ იმიტომ რომ თქვენი შრომით მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

  1. ნურასოდეს იქნებით კმაყოფილი

ნუ დაკმაყოფილდებით შესრულებული სამუშაოთი. თუ უკვე მიაღწიეთ დასახულ მიზანს ნუ იფიქრებთ რომ აქ უნდა გაჩერდეთ. პირიქით დაისახეთ ახალი მიზანი. ექსპერტები გვირჩევენ, თუ უკვე იშოვეთ ერთი მილიონი, ნუ დაკმაყოფილდებით და განაგრძეთ მუშაობა მეორე მილიონისთვის.

  1. ისწავლეთ და იმუშავეთ დაუღალავად

სწავლა და მუშაობა საკუთარი მიზნის მისაღწევად არის ოქროს წესი, რომლის შესრულების გარეშეც გამორიცხულია დასახულ მიზნებს მიაღწიო.

  1. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე

თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ წინ წარმატებებთან ერთად შეცდომა და მარცხიც ბევრი იქნება. სწორედ ის, თუ როგორ გადალახავთ კრიტიკულ მომენტებს, განსაზღვრავს თქვენს წარმატებას. თუ რაიმე შეგეშალათ, ნუ დამწუხრდებით, გაანალიზეთ შეცდომები და ისწავლეთ საკუთარ გამოცდილებაზე.

  1. ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანებს

მართალია მუშაობას ბევრი დრო სჭირდება და სამსახურზე გადართული ადამიანები დროის ნაკლებობას მუდმივად განიცდიან, თუმცა ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანებს. ყოველთვის გამონახეთ დრო მათთვის, რადგანაც თქვენი ფინანსური მიღწევებიც ნამდვილ წარმატებად სწორედ მაშინ აღიქმება, როცა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ხართ.

წყარო: www.entrepreneur.com

Aris.ge - განათლება განათლება