როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა – ნაწილი II (+ფოტო/ვიდეო)
გასულ კვირას, EDU.ARIS.GE-მ იმ საჯარო სკოლების ნაძვის ხეები გაჩვენათ, რომლებიც დეკემბრის პირველ კვირას საზეიმოდ დადგეს. დღეს კი, თბილისთან ერთად, რეგიონების სკოლების ნაძვის ხეებს წარმოგიდგენთ.
მაშ ასე, როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა, მეორე ნაწილი:
ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის დათოვლილი ნაძვის ხე, ოქროსფერ და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. მის გვერდით კი მომღიმარი ქართული თოვლის პაპა დგას. როგორც სკოლაში EDU.ARIS.GE-ში უთხრეს, წელს მათი ნაძვის ხე განსაკუთრებით დახვეწილია, „გამორჩეულად ბრწყინავს და დედოფლობს“.
ფოტო:
ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ წელს მათ დათოვლილ ნაძვის ხეზე შეაჩერეს არჩევანი. 4 ფერში გადაწყვეტილი განათება კი, ნაძვის ხეს კიდევ უფრო მშვენიერს ხდის.
თბილისის მე-60 საჯარო სკოლას კი წიგნებით აწყობილი ნაძვის ხე, აქვს. მათი თქმით, ბიბლიოთეკურ სტილშია გადაწყვეტილი. განათებული წიგნების თავზე მოთავსებულია სურვილების კალათაც, რომელშიც მოსწავლეები საახალწლო სურვილებს ჰყრიან.
ფოტო:
რუსთავი მე-12 საჯარო სკოლამ კი ყვავილებით გაფორმებული ულამაზესი ნაძვის ხე 18 დეკემბერს, დიდი ზარზეიმით აინთო. აღსანიშნავია, რომ ულამაზესი საახალწლო დეკორაციით მთელი სკოლაა მორთული.
ფოტო:
EDU.ARIS.GE მომდევნო კვირაში კერძო სკოლების ნაძვის ხეებს გიჩვენებთ.