26 დეკემბერი, 2023 12:42
როგორია „საუკეთესოდ მორთული საახალწლო გარე ფასადი” 64-ე საჯარო სკოლაში (+ფოტოები)
თბილისის 64-ე საჯარო სკოლამ 25 დეკემბერს საკლასო ოთახების ულამაზესად მორთული კარების ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც გავარკვიეთ, სკოლა საუკეთესოდ მორთული საახალწლო გარე ფასადის გამოსავლენად, კონკურსსაც კი ატარებს.
ეს საახალწლო მორთულობები თავად მოსწავლეებისა და დამრიგებლების მონაწილეობით შეიქმნა:
დღეს EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უთხრეს, რომ კონკურსში მონაწილეობენ როგორც დაწყებითი, ისე მაღალი საფეხურის კლასები.
„ჯამში 13 კლასი იღებს მონაწილეობას. რომელი ფასადიც უფრო მეტ მოწონებას, რეაქციას დააგროვებს 27 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულიც ის გახდება“, – ამბობენ სკოლაში
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები









