რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ღირებულებების კედელი“ შექმნეს
პატივისცემა, მადლიერება, სოლიდარობა, მიმტევებლობა -ეს ფრაგმენტია იმ უნივერსალური ღირებულებებიდან, რომელთა დაცვასაც რუსთავის მე-12 სკოლის სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლიან. ამის დასტურად კი მათ საგაკვეთილო აქტივობის ფარგლებში „ღირებულებების კედელი“ შექმნეს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უყვებიან, ეს აქტივობა თითოეულმა კლასმა ცალ-ცალკე განახორციელა.
„სკოლის ყველა კლასს დაევალა ის ერთი ღირებულება დაესახელებინა, რომელსაც განსაკუთრებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ. მაგალითისთვის, მე-5 ბ კლასმა ასეთ ღირებულებად დაასახელა სიკეთე, მე-8 კლასმა ტრადიციულობა. საბოლოოდ კი შედგა ღირებულებების 35 საფეხურიანი კედელი“, – გვითხრეს რუსთავის მე-12 სკოლაში.
„ღირებულებების კედელი“ სკოლაში ადგილს იკავებს გამორჩეული ღირებულებების მქონე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გვერდით, როგორებიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი მელიქიშვილი.
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში by სკოლების ამბები



