„რუსთავის თასი 2024-ის“ გამარჯვებული მოსწავლეების გუნდი ცნობილია – დირექტორი სპორტის გაკვეთილების როლზე საუბრობს
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული საკალათბურთო გუნდი – “ფენიქსი” „რუსთავის თასი 2024-ის“ გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სკოლამ 1-ელ აპრილს გამოაქვეყნა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორი, ნინო გავაშელი მოუთხრობს, მოსწავლეებისთვის ეს ამ სპორტის სახეობაში პირველი გამარჯვება არ არის და მაღალი კონკურენციის ტურნირზე გამარჯვების მოპოვება მათ წელს უკვე მესამედ შეძლეს.
“ჩვენი სკოლის 6 მოსწავლე – უტა ნოზაძე, ზუკა სიხარულიძე, ლუკა წიქარიშვილი, საბა ბერუაშვილი, დანიელ ხაჩიძე და ლევან ჯანხოთელი არინ გამარჯვებული გუნდის მოთამაშეები. წელს ეს რიგით მესამე დიდი გამარჯვებაა. საპტრიზო ადგილებს ვიგებთ მაღალი კონკურენციის რესპუბლიკურ თამაშებშიც. სამწუხაროდ, სკოლაში არ გვაქვს კალათბურთის წრე. მშობლებს აქტიურად დაჰყავთ შვილები ამ სპორტის სახეობაზე და ჩვენი სპორტის პედაგოგები აქტიურად მუშაობენ – ყოველსემესტრულად ატარებენ შიდასასკოლო ჩემპიონატებს, რათა ხელი შეეწყოს მოსწავლეთა საკალათბურთო გუნდების გაძლიერებას”,- გვიყვება სკოლის დირექტორი.
ნინო გავაშელი თვლის, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ, სპორტის გაკვეთილებს სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს, რადგან ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის ეს აუცილებელია.
“ჩვენს სკოლაში სისტემატიურად ტარდება სპორტული სასკოლო აქტივობები, ერთმანეთს ეჯიბრებიან კლასები, მოტივაცია აქვთ თავად ბავშვებსაც. ჯანსაღი და ჯანმრთელი თაობის აღზრდისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სპორტის გაკვეთილებს სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორმა.
-
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა by სკოლების ამბები
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS