საახალწლო გზავნილი თანატოლებს ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან (ვიდეო)
აჭარაში, სოფელი ქედის უფროსკლასელებმა, პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს და თანატოლებს მოუწოდეს უარი თქვან მათ შეძენაზე.
მოსწავლეების ვიდეო მიმართვა სკოლამ 28 დეკემბერს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„პიროტექნიკა ზიანის მომტანია გარემოსთვის. გარდა გამოყენების ყველა უარყოფითი შედეგისა, მისი მოხმარების შედეგად გამოყოფილი ტოქსინები შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში დარჩეს გარემოში. ის ძალიან დიდ ზიანს აყენებს ოთხფეხა ცხოველებს, გავუფრთხილდეთ მათ“, – ამბობენ ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიდეოში, რომლის ბოლოსაც, შეძახილი „არა პიროტექნიკას“ ისმის.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა და საკანონმდებლო ინიციატივაც შემუშავდა. პიროტექნიკის გამოყენების აგრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკანომდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია. პროცესი პარლამენტში განხილვის ეტაპზეა.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
როგორ და რა ვადით ხდება ჯანმრთელობის გამო მოსწავლის სასკოლო ფორმის ტარებისგან გათავისუფლება – პროცედურა შინაგანაწესის მიხედვით by სკოლების ამბები