6 მარტი, 2024 13:20
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეურნეო პრაქტიკას საკუთარი სკოლის ეზოში გადიან
2023 წლის ნოემბრიდან საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები ღია და დახურულ გრუნტში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოებას სწავლობენ და პრაქტიკას საკუთარი სკოლის ეზოში გადიან.
როგორც საჯარო სკოლის მიერ 6 მარტს გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, საშუალო საფეხურის მოსწავლეები ეუფლებიან ღია და დახურულ გრუნტში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთვის ნიადაგის მომზადება – დამუშავებას, სარგავი კულტურის შესაბამისად თესვას, ჩითილის წარმოებას, გადარგვასა და მოვლას.
„სკოლის ნაკვეთში დაწყებული გვაქვს ასევე სათბურის მოწყობის სამუშაოებიც“, – ვკითხულობთ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი



