GE
31 მარტი, 2017 13:38

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი ღია კარის დღეს მართავს

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი იწყებს მოსწავლეების მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის. თუ გსურთ სწავლის გაგრძელება საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, 8 პრილს 15:00 საათზე ეწვიე სკოლას ღია კარის დღეზე. თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე და მიზანდასახული
  • თუ გსურს ისწავლო სკოლაში, სადაც პოზიტიური, ორიგინალური გარემოა, ხოლო სასწავლო პროცესი მოიცავს ბევრ საინტერესო პროექტს, ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებს;
  • თუ გსურს სწავლა გააგრძელო საქართველოს, ევროპის, ან ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში;
  • თუ გინდა იყო თავისუფალი, ჯანსაღი ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარები აქვს – შეგიძლია ისწვალო ლოგოსში.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

სკოლა დაამთავრა 136-მა მოსწავლემ, აქედან 68 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. სტიპენდიის სახით მათ ჯამში 3 532 000 აშშ დოლარზე მეტი აქვთ მიღებული. 68 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 285 000 ლარზე მეტი.

ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

Aris.ge - განათლება განათლება