საერთაშორისო აკადემია ლოგოსი იწყებს მოსწავლეების მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი იწყებს მოსწავლეების მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის.
- თუ ხარ ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე და მიზანდასახული
- თუ გსურს ისწავლო სკოლაში, სადაც პოზიტიური, ორიგინალური გარემოა, ხოლო სასწავლო პროცესი მოიცავს ბევრ საინტერესო პროექტს, ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებს
- თუ გსურს სწავლა გააგრძელო საქართველოს, ევროპის, ან ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში
- თუ გინდა იყო თავისუფალი, ჯანსაღი ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარები აქვს
გადმოდი საერთაშორისო აკადემია ლოგოსში.
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 11 მარტს 15:00 საათზე მართავს ღია კარის დღეს. თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
სკოლა დაამთავრა 136-მა მოსწავლემ, აქედან 68 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. სტიპენდიის სახით მათ ჯამში 3 532 000 აშშ დოლარზე მეტი აქვთ მიღებული. 68 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 285 000 ლარზე მეტი.
ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.
დამატებითი ინფორმაციისთვს დარეკეთ:
2 37 63 03
574 01 44 11