GE
13 თებერვალი, 2017 10:37

საერთაშორისო აკადემია ,,ლოგოსის” მოსწავლეები ბაკურიანში შემეცნებით თამაშებს ატარებენ

საერთაშორისო აკადემია ,,ლოგოსის” მოსწავლეები ბაკურიანში იმყოფებიან. ლოგოსელებმა მთელი კვირა უნდა ითამაშონ სხვადასხვა საინტერესო თამაში, რომლებიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარებათ.

ამ თამაშებს აერთიანებთ ძირითადი ხაზი: ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით “ლოგოპოლისში”. ჩვენი დირექტორი, გიორგი ჩავლეიშვილი ჩვენი მერია, ადმინისტრაციის წევრები და სკაუტები თვითმმართველობა, ხოლო ლოგოსელები ახლად დაარსებული “ლოგოპოლისის” მოსახლეები. ჩვენმა სკაუტებმა სამ გუნდად დაყვეს ბავშვები, რომლებმაც თავიანთი უბნების პრეზენტაცია უნდა წარგვიდგინონ. უნდ ამოიფიქრონ რა და როგორ გააკეთონ იმისათვის რომ მერი და თვითმმართველობა თავისთან საცხოვრებლად გადაიბირონ.

ამგვარად, ბაკურიანში მოსწავლეები გარდა დასვენებისა, საჭირო უნარებსაც გამოიმუშავებენ და შემეცნებით პრეზენტაციებსაც ჩაატარებენ.

Aris.ge - განათლება განათლება